logo
ENG



ტრამპი: ირანმა ახლახან გამოაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად გაიხსნა

17 აპრ 202617:41
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/17/lw9byu3p8a3rxzm.png

ირანმა ახლახან გამოაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად გაიხსნა და მზადაა სრულფასოვანი ნავიგაციისთვის. გმადლობთ! – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

„ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია და მზადაა სრულფასოვანი ნავიგაციისთვის, თუმცა საზღვაო ბლოკადა ირანთან მიმართებით სრული ძალითა და ეფექტით დარჩება, ვიდრე ირანთან ჩვენი ტრანზაქცია 100%-ით არ დასრულდება. ეს პროცესი ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს, რადგან საკითხების უმეტესობა უკვე შეთანხმებულია. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ისრაელ-ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის ღია იქნება. ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს ამოქმედდა და ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 


close დახურვა