ირანს ნამდვილად სურს შეთანხმების დადება და ეს კარგი შეთანხმება იქნება როგორც აშშ-ისთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისთვის. მაგრამ განა დემოკრატებს და ზოგიერთ, ერთი შეხედვით არაპატრიოტ რესპუბლიკელს არ ესმით, რომ ჩემთვის ბევრად უფრო რთულია ჩემი საქმის სწორად შესრულება და მოლაპარაკებების წარმოება, როდესაც პოლიტიკური ავანტიურისტები განუწყვეტლივ, აქამდე არნახულ მასშტაბზე, უარყოფითად "ჭიკჭიკებენ" და იმეორებენ, რომ უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედო, ან უფრო ნელა, ან ომი დავიწყო, ან ომი არ დავიწყო. უბრალოდ მოდუნდით და დამშვიდდით, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება - ყოველთვის ასეა.
