logo
ENG



ტრამპი ამერიკის პირველ ინფექციონისტს, ენტონი ფაუჩის აკრიტიკებს

14 მაი 202009:56
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპი ენტონი ფაუჩის პასუხობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის „გამოსაფხიზლებელი გაფრთხილება", პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვების ნაადრევად მოხსნის შესახებ, მიუღებელია.

დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ ენტონი ფაუჩის „ორ მოედანზე თამაში სურს". შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განსაკუთრებული უკმაყოფილება ფაუჩის განცხადების იმ ნაწილზე გამოთქვა, რომელიც სკოლების დროზე ადრე გახსნას ეხებოდა.

ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა ამ თემაზე მანამდე სენატის ჯანდაცვის კომიტეტში მოსმენისას ისაუბრა და თქვა, რომ თუ რეგიონები ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით ფედერალურ მითითებებს არ შეასრულებენ, ვირუსის პატარა კერები კვლავ ეპიდემიად იქცევა.


close დახურვა