აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ირანთან "ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრების" შემდეგ მან ომის დეპარტამენტს ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების ხუთი დღის ვადით გადადება დაავალა.
"მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ აშშ-სა და ირანს ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით ამ სიღრმისეული, დეტალური და კონსტრუქციული საუბრების ხასიათისა და ტონის საფუძველზე, რაც ამ კვირაშიც გაგრძელდება, დავავალე ომის დეპარტამენტს, გადადოს ირანის ელექტროსადგურებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ნებისმიერი და ყველა სამხედრო დარტყმა ხუთი დღით, მიმდინარე შეხვედრებისა და განხილვების წარმატების გათვალისწინებით", - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
მანამდე, 21 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის რეჟიმს ულტიმატუმი წაუყენა და ჰორმუზის სრუტის "სრულად გახსნა" მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თეირანს ქვეყნის ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა.
ირანი ტრამპის ულტიმატუმის პასუხად სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკისა და წყლის სისტემებზე დარტყმებითდაიმუქრა.
