კიევში ვიზიტის შემდეგ რუდი ჯულიანი დონალდ ტრამპისთვის 20-გვერდიან ანგარიშს ამზადებს. პრეზიდენტის ადვოკატი საიმპიჩმენტო მუხლებზე კონგრესში გამართული კენჭისყრის პარალელურად თეთრ სახლში იმყოფებოდა და ქვეყნის ლიდერს შეხვდა.
Wall Street Journal-ი წერს, რომ ტრამპი ჯულიანის უკრაინიდან დაბრუნების თაობაზე ტელეფონითაც ესაუბრა, რა დროსაც ადვოკატმა უთხრა, რომ იმაზე მეტი ინფორმაცია მოიპოვა, ვიდრე პრეზიდენტს შეეძლო წარმოედგინა.