პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ე.წ. სამშობიარო ტურიზმთან მიმართებაში დღეიდან წესებს ამკაცრებს.
რეგულაცია შეერთებულ შტატებში ორსულთა შესვლის დარეგულირებას ითვალისწინებს. ახალი წესის მიხედვით, ორსულ ქალებზე ვიზიტორთა ვიზის მიღების წესები მკაცრდება. იარსებებს გამონაკლისებიც.
დადასტურებული ეჭვის შემთხვევაში, რომ კონკრეტული პირი შეერთებულ შტატებში ბავშვის გაჩენას გეგმავს შესაძლოა B-ტიპის ვიზაზე უარი ეთქვათ. მიგრაციის შემსწავლელი ცენტრის ინფორმაციით, „სამშობიარო ტურიზმის" შედეგად დაბადებული ბავშვების რაოდენობა შეერთებულ შტატებში 33 ათასს აჭარბებს. სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ამ გზას ხშირად მიმართავენ, რადგან შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვი ავტომატურად მოქალაქე ხდება.