logo
ENG



ტრამპის აზრით, კოვიდ 19-ის ვაქცინა მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება

04 მაი 202009:32
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინა მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება. ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ლინკოლნის მემორიალთან ჩაწერილ ინტერვიუს არ ჩაუვლია ჩინეთის კრიტიკის გარეშე. საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკისა აღდგენას, ამერიკელების ფინანსურ დახმარებასა და სასწავლო პროცესის სრულად განახლებას სექტემბრიდან.

მეცნიერები განმარტავენ, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი 2021 წელს იქნება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ვაშინგტონში, 20 იანვარს დაფიქსირდა. 


close დახურვა