დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესში დოკუმენტების განხილვა და მოწმეების დაკითხვა „რესპუბლიკელებმა" დაბლოკეს. სენატში გამართული კენჭისყრისას ტრამპის თანაპარტიელებმა „დემოკრატების" ინიციატივას, რომლებიც პენტაგონიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და საბიუჯეტო სამმართველოდან გამოთხოვილი დოკუმენტების განხილვას ითხოვდნენ, მხარი არ დაუჭირეს.
სენატში პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 21 იანვარს დაიწყო. საიმპიჩმენტო გამოძიება ტრამპი-ზელენსკის სკანდალური სატელეფონო საუბრის შინაარსის გასაჯაროების შემდეგ დაიწყო. გაჩნდა საფუძლიანი ეჭვი, რომ პრეზიდენტი ზეწოლას ახდენდა უკრაინელ კოლეგაზე და მისგან ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვდა. თავად ტრამპი სენატში მისი იმპიჩმენტის პროცესს ტყუილს უწოდებს.