ნავები, რომლებიც ტრამპის მხარდამჭერ აღლუმში უნდა გამოეყენებინათ, ჩაიძირა.
ღონისძიება ტრევის ტბაზე უნდა ჩატარებულიყო.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფეისბუქის გვერდზე, რომელიც მოქალაქეებს აღლუმის დეტალების შესახებ ატყობინებდა, წერია, რომ ღონისძიებაზე დასწრებას 2000-ზე მეტი ადამიანი გეგმავდა.
კიდევ ერთ ღონისძიებას ტბაზე ტრამპის მხარდამჭერები დღესაც გეგმავენ.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.