შეერთებული შტატების სენატმა საიმპიჩმენტო სასამართლოს საბოლოო კენჭისყრის თარიღი დაასახელა. გაამართლებენ თუ დამნაშავედ ცნობენ დონალდ ტრამპს, ეს ხუთ თებერვალს გახდება ცნობილი. კენჭისყრის თარიღი მას შემდეგ განისაზღვრა, რაც სენატმა პროცესზე ახალი მოწმეების გამოძახებას მხარი არ დაუჭირა. დემოკრატებს დამატებით 4 რესპუბლიკელის ხმა სჭირდებოდათ, თუმცა ინიციატივას მხოლოდ პრეზიდენტის ორი თანაპარტიელი მიემხრო. გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარდგება.
ტრამპის საიმპიჩმენტო სასამართლო 5 თებერვალს გაიმართება
01 თებ 202014:33
3 წუთის საკითხავი