სენატში მიმდინარე საიმპიჩმენტო სასამართლოზე საკუთარი არგუმენტების წარდგენა პრეზიდენტის დაცვის მხარემ დაიწყო. პირველი სხდომა საკმაოდ მოკლე აღმოჩნდა და მხოლოდ 2 საათს გაგრძელდა.
დონალდ ტრამპის ადვოკატებმა დემოკრატები 2016 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენება ძალიან საშიშ პრეცედენტს შექმნის.