logo
ENG



ტრამპის ყოფილ მრჩეველს საიმპიჩმენტო პროცედურის ფარგლებში დაკითხავენ

31 ოქტ 201912:00
3 წუთის საკითხავი
 
kjndbg3q1wawf4f.png

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს ჩვენების მისაცემად იბარებს.  ჯონ ბოლტონს საიმპიჩმენტო პროცედურის ფარგლებში დაკითხავენ.  დაზვერვის კომიტეტში ვარაუდობენ, რომ   ყოფილ მრჩეველს მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს, თუმცა შესაძლოა თეთრმა სახლმა მას ჩვენების მიცემა აუკრძალოს.  თავად ბოლტონის ადვოკატი აცხადებს, რომ ტრამპის ყოფილი მრჩეველი არ აპირებს წარმომადგენელთა პალატის წინაშე ნებაყოფლობით წარდგეს.  საიმპიჩმენტო პროცედურის ფარგლებში დაიკთხა სახელმწიფო დეპარტამენტის ორი წარმომადგენელიც. მათი თქმით, დონალდ ტრამპი უკრაინას ხშირად კორუმპირებულ ქვეყანად მოიხსენიებდა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ პესიმისტურად იყო განწყობილი. საიმპიჩმენტო პროცედურა დემოკრატებმა დაიწყეს. დონალდ ტრამპს  ისინი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზნით უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. 


close დახურვა