დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ცრუ ჩვენებისთვის გაასამართლეს. პროკურორის განცხადებით, როჯერ სტოუნმა კონგრესის მოსმენაზე იცრუა, როდესაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე ჩვენებას აძლევდა. სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მტკიცებულებები წარადგინა და დაამტკიცა, რომ ტრამპის მრჩეველი „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს დაუკავშირდა და ჯულიან ასანჟისგან ჰილარი კლინტონის ავტორიტეტის შემლახავი მიმოწერების მოპოვებას ცდილობდა. გარდა ამისა, სასამართლომ ტრამპის ყოფილი მრჩეველი მოწმეზე ზეწოლაშიც დამნაშავედ ცნო. როჯერ სტოუნს 50 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ტრამპის ყოფილი მრჩეველი ცრუ ჩვენებისთვის გაასამართლეს
16 ნოე 201911:12
3 წუთის საკითხავი