logo
ENG



ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტი - თეთრი სახლის ლიდერი ინფორმატორის ვინაობის გასაჯაროებას მოითხოვს

09 ნოე 201916:18
3 წუთის საკითხავი
 
szwgme8j8c9jipd.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ ანონიმი ინფორმატორის ვინაობის გასაჯაროებას მოითხოვს, რომლის ცნობების საფუძველზეც მის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიება დაიწყო.

ინფორმატორის ადვოკატის განცხადებით, ტრამპის რიტორიკა მის კლიენტსა და ოჯახს ფიზიკური საფრთხის წინაშე აყენებს და მათ დაშინებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილიც გაუგზავნა.

ადვოკატის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ მის კლიენტს რაიმე სახის ზიანი მიადგება, პასუხისმგებლობა პირადად ტრამპს დაეკისრება. საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში პირველი საჯარო დაკითხვა კონგრესში მომავალ კვირაში უნდა გაიმართოს. 

 


close დახურვა