ამერიკის შეერთებუბლი შტატების პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის საქმეში ახალი დეტალები ჩნდება. ევროკავშირში ამერიკის ელჩმა გორდონ სონდლანდმა "უკრაინულ საქმესთან" დაკავშირებით მანამდე მიცემული ჩვენება შეცვალა.
სონდლანდმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაყინვის გადაწყვეტილება, "სავარაუდოდ" დაკავშირებული იყო ტრამპის სურვილთან, ოფიციალურ კიევს ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო.
ახალი ჩვენების სტენოგრამა წარმომადგენელთა პალატამ გამოაქვეყნა. სონდლანდის თქმით, დეტალების გახსენებაში მას სხვა დიპლომატების ჩვენებები დაეხმარა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც საიდუმლო ინფორმატორმა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელესკის სატელეფონი საუბრის დეტალები გაასაჯაროვა.