logo
ENG



ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრას ოკლაჰომაში კონტრაქცია მოუწყვეს

21 ივნ 202015:17
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ დონალდ ტრამპა პირველი საარჩევნო შეკრება ჩაატარა. მისი მომხრეები ოკლაჰომაში, ქალაქ ტულსაში შეიკრიბნენ. 19-ათასადგილიან არენაზე იმაზე ნაკლები ადამიანი მივიდა, ვიდრე თეთრ სახლში ელოდნენ.

მიტინგის წინა დღეს საორგანიზაციო შტაბში კორონავირუსის 6 შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგების გაფრთხილების მიუხედავად, დაეცვათ უსაფრთხოების ნორმები, შეკრებილებს ნიღბები არ ეკეთათ. ღონისძიებაზე დასწრების ყველა  მსურველმა ხელი მოაწერა ოფიციალურ საბუთს იმის შესახებ, რომ ვირუსით დაავადების შემთხვევაში ტრამპის შტაბს არ უჩივლებდნენ.  

პრეზიდენტის მომხრეების პარალელურად, ოკლაჰომაში მისი მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. ანტირასისტული მოძრაობის აქტივისტებმა ქალაქის ცენტრი გადაკეტეს. გამოსვლები ინციდენტების გარეშე დასრულდა. 


close დახურვა