დონალდ ტრამპმა განტვირთვა გადაწყვიტა. პანდემიის პერიოდში პირველად შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვაშინგტონის გარეუბანში საკუთარ გოლფ კლუბს ესტუმრა.
მედიის ცნობით, თამაშის დროს ქვეყნის ლიდერმა სოციალური დისტანცირების წესები არაერთხელ დაარღვია. დონალდ ტრამპს არც პირბადე ეკეთა და სხვა ადამიანებსაც ხელის ჩამორთმევით ესალმებოდა.