logo
ENG



ტრამპმა კორონავირუსი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მძიმე თავდასხმებს შეადარა

07 მაი 202014:58
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი კორონავირუსის პანდემიას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძიმე თავდასხმებს ადარებს. დონალდ ტრამპის შეფასებით, ვირუსმა ამერიკა იმაზე მეტად დააზარალა, ვიდრე იაპონიის დაბომბვამ მეორე მსოფლიო ომის დროს ან 11 სექტემბრის ტერაქტებმა.

ადმინისტრაცია შექმნილ გლობალურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ჩინეთს აკისრებს და ქვეყნის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებსაც განიხილავს.

ოფიციალური პეკინი ბრალდების საპასუხოდ აცხადებს, რომ ვაშინგტონს პანდემიაზე საკუთარი რეაგირებიდან ყურადღების გადატანა სურს.

შეერთებულ შტატებში ვირუსს ბოლო 24 საათში 2 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი, უკვე 75 ათასს უახლოვდება. 


close დახურვა