logo
ENG



ტრამპმა პუტინის წინაშე დამცირების პოლიტიკა გააგრძელა - ბაიდენი თალიბებისა და რუსეთის კავშირზე

28 ივნ 202012:20
3 წუთის საკითხავი
 

თეთრი სახლი „ნიუ-იორკ ტაიმსის" მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ გამოძიებას ეხმაურება. სტატიაში წერია, რომ რუსეთის სამხედრო სადაზვერვო დანაყოფი „თალიბანთან“ დაკავშირებულ მებრძოლებს ავღანეთში კოალიციური ძალების სამხედროების მოკვლისთვის ჯილდოს სთავაზობდა.

ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ინფორმაცია მიაწოდეს დონალდ ტრამპსაც და საკითხი ჯერ კიდევ მარტში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე განიხილეს. შეიმუშავეს საპასუხო ქმედებების ვერსიებიც, თუმცა მათ ამოქმედებაზე დონალდ ტრამპმა სანქცია არ გასცა.

თეთრ სახლში უარყოფენ, რომ მსგავსი ინფორმაცია დაზვერვამ ქვეყნის პრეზიდენტს ან ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა. ინფორმაციას უარყოფენ კრემლშიც.

სტატიას ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. დონალდ ტრამპის მთავარი მოწინააღმდეგე საპრეზიდენტო არჩევნებზე ამბობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა მხოლოდ დაუსჯელი კი არ დატოვა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა, არამედ ვლადიმერ პუტინის წინაშე დამცირების პოლიტიკა გააგრძელა.


close დახურვა