logo
ENG



ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება შეაჩერა

17 ოქტ 202610:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/17/cv0urmqe3027235.png

დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ "ლინდსი გრემის კანონით" გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება შეაჩერა.

რუსეთის წინააღმდეგ ახალი კანონით გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება 18 ოქტომბერიდან ძალაში უნდა შესულიყო.

ტრამპმა ბრძანებას ხელი 16 ოქტომბერს მოაწერა.

ტრამპის, აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ გათვალისწინებული სანქციების ამოქმედების შეჩერება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის.

"აღნიშნული კანონით ან ბრძანებით "გრემის კანონის" 112-ე და 113-ე მუხლებით გათვალისწინებული ნებისმიერი ტარიფის გამოყენებას ვაჩერებ. კონგრესს წარვუდგინე ცნობა, რომ მსგავსი გამონაკლისი აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის", - აღნიშნავს ტრამპი.

ტრამპმა "ლინდსი გრემის კანონს" ხელი 18 სექტემბერს მოაწერა.

კანონი რუსულ საქონელზე დამატებით 500%-იან ტარიფს, ასევე რუსული ნავთობისა და გაზის ხუთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნის საქონელზე დამატებით 100%-იან ტარიფს ითვალისწინებს. 


close დახურვა