logo
ENG



ტრამპს სურს, დიდი შვიდეულის სამიტზე რუსეთი, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და ინდოეთიც იყვნენ

31 მაი 202012:17
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის სამიტი სექტემბრამდე გადადო.

ამერიკის შეერთებული შტატები ფორმატის გაფართოების ინიციატივით გამოდის და მიიჩნევს, რომ დიდი შვიდეული გაცილებით ეფექტიანი იქნება, თუ სამიტში მონაწილეობას რუსეთი, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და ინდოეთიც მიიღებენ.

ტრამპი ფიქრობს, რომ მოქმედი ფორმატი მოძველებულია.  

„სამიტი გადავდე, რადგან ვგრძნობ, რომ დიდი შვიდეული ვერ ასახავს იმას, რაც მსოფლიოში ხდება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სამიტი ივნისის ბოლოს იყო დაგეგმილი.


close დახურვა