logo
ENG



ტრანსგენდერი ქალები თამაზ ელიზბარაშვილს თავდასხმაში ადანაშაულებენ

18 ნოე 202110:29
3 წუთის საკითხავი
 

ტრანსგენდერი ქალები ძაღლების თავშესაფრის მფლობელს, თამაზ ელიზბარაშვილს თავდასხმაში ადანაშაულებენ. ელიზბარაშვილი ბრალდებებს უარყოფს. გამოძიება ამ საქმეზე 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

ტრანსგენდერი ქალების ინფორმაციით, ქუჩაში დგომის დროს ერთ-ერთი ავტომობილიდან ესროლეს, თუმცა რა ტიპის იარაღიდან მოხდა გასროლა, ვერ აკონკრეტებენ. ლგბტ თემის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ამ ამბის შემდეგ ავტომობილს უკან გაჰყვნენ და მათი მტკიცებით, მანქანას ელიზბარაშვილი მართავდა. ტრანსგენდერი ქალების ინფორმაციით, ელიზბარაშვილმა ერთ-ერთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"გულ-მკერდის არეში მომხვდა, ვიგრძენი და ხმაც გავიგონე, მაგრამ რა იყო, არ ვიცი. ვერ ვერკვევი ასეთ რაღაცებს. პოლიციაც ჩავაყენეთ საქმის კურსში, რა მოხდა", - ამბობს ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი.

თამაზ ელიზბარაშვილი ქალების ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მისი მისამართით ისმოდა. ელიზბარაშვილი საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა, ასევე დაიკითხნენ მანქანაში ინციდენტის დროს მყოფი მისი არასრულწლოვანი შვილებიც.

"მე რომ დავდივარ, ხშირად დამყავს ჩემი პატარა ბავშვები 10 წლის და 12 წლის. ბიჭმა ეს გინება რომ დაიწყო, სათამაშო პლასტმასის პისტოლეტი ეჭირა ხელში, მიუშვირა და ის გაუტკაცუნა. ამაზე დაემართათ პანიკა, ბავშვს ესროლეს ფეხსაცმელი", - ამტკიცებს ელიზბარაშვილი.


close დახურვა