დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი ამბობს, არსებობს მყარი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამხედრო კრიმინალია.
ომის დამნაშავე ვლადიმირ პუტინს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირველად 16 მარტს უწოდა. აღნიშნულ შეფასება მიუღებელსა და "უპატიებელს" უწოდებენ კრემლში.
BBC Radio-ს ეთერში ტრასმა აღნიშნა, რომ არ მიაჩნია შეცდომად ამის თქმა.
"არსებობს ძალიან ძალიან მყარი მტკიცებულებები, რომ ჩადენილია ომის დანაშაული და ამის უკან პუტინი დგას", - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი აგროვებს ამ მტკიცებულებებს ადგილზე, რათა დარწმუნდეს, რომ ვლადიმირ პუტინმა პასუხი აგოს ამ დანაშაულების გამო.