logo
ENG



ტრასი: მოლდოვა NATO-ს სტანდარტების შესაბამისად უნდა აღიჭურვოს

21 მაი 202212:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/21/snz3hmwo5eay4yz.jpg

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი ამბობს, რომ მოლდოვა NATO-ს სტანდარტების შესაბამისად უნდა აღიჭურვოს. ტრასის თქმით, მოკავშირეებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუ როგორ შეიძლება მცირე ქვეყნების დახმარება, რათა მათ საკუთარი თავის დაცვა შეძლონ.

მისივე თქმით, ნათელია, რომ უკრაინაში წარუმატებლობის მიუხედავად, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კვლავ აქვს "დიდი რუსეთის" შექმნის ამბიციები.

ტრასის განცხადებით, უკრაინული თავდაცვის მოდერნიზაციის შესახებ დისკუსიები მომავალი აგრესიის შესაჩერებლად, ასევე, მოიცავს სხვა დაუცველ სახელმწიფოებსაც, როგორიცაა მოლდოვა.

"მინდა, რომ მოლდოვა NATO-ს სტანდარტების შესაბამისად იყოს აღჭურვილი. ესაა დისკუსია, რომელიც ჩვენ მოკავშირეებთან გვაქვს", - თქვა ტრასმა.


close დახურვა