logo
ENG



ტრასი: პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება, საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალოს

30 სექ 202213:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/30/p3175snand7j47h.jpg

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება, საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალოს.

"პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება, საერთაშორისო საზღვრები უხეში ძალის გამოყენებით შეცვალოს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ მან წააგოს ეს უკანონო ომი. პუტინმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, უკრაინელი ხალხის სიცოცხლის აშკარა უგულებელყოფით," - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.

ტრასის თქმით, დიდი ბრიტანეთი არასოდეს უგულებელყოფს უკრაინელი ხალხის სუვერენულ ნებას. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბრიტანეთი აღიარებს დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებს, მხოლოდ როგორც უკრაინის ტერიტორიას და არა როგორც რუსეთის ფედერაციის ნაწილს.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, დღეს, 15:00 საათზე, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხელს მოაწერს შეთანხმებებს ანექსირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ.

27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთი არალეგიტიმურ რეფერენდუმს არ აღიარებს.


close დახურვა