დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთის წარმატება მთელ ევროპაში უთქმელ დაუცველობას გამოიწვევს.
"ისინი [უკრაინელები] მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ იბრძვიან, ისინი ყველა ჩვენგანისთვის იბრძვიან, რადგან ვიცით, რომ თუ რუსები წარმატებას მიაღწევენ, ეს ევროპის კონტინენტსა და მთელ მსოფლიოში უთქმელ დაუცველობას გამოიწვევს," - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კითხვაზე არის თუ არა დიდი ბრიტანეთის მიერ დაპირებული 1 მილიარდი ფუნტი საკმარისი უკრაინის დასახმარებლად, ტრასი პასუხობს, რომ ბრიტანეთი უკრაინას ეკონომიკის რეკონსტრუქციაში ეხმარება და მათ მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში გააგრძელებენ.