კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო ამბობს, რომ რუსეთი ვერ იქნება კონსტრუქციული პარტნიორი დიდ ოცეულში (G20).
"საქმე ისაა, რომ ეს ვერ იქნება ჩვეულებრივი საქმე, როცა ვლადიმირ პუტინი უბრალოდ ზის მაგიდასთან და თავს აჩვენებდეს, თითქოს არაფერი ხდება", - თქვა ტრუდომ.
Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნოემბერში დაგეგმილ G20 სამიტში რუსეთის მონაწილეობის გამო, რამდენიმე ქვეყანა ინდონეზიაში ჩასვლაზე უარს იტყვის. აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კი მიიჩნევს, რომ რუსეთი G20-დან უნდა გაირიცხოს.