ევროპარლამენტარი, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ამბობს, რომ აპირებს, კოლეგებს მოუწოდოს, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე ისაუბრონ.
"დღეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, მე დაჟინებით მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, საქართველოს პრემიერმინისტრთან განიხილონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, რომელმაც დაიწყო საქართველო-ევროკავშირის ასოცირებაზე მოლაპარაკებები". - დაწერა დონალდ ტუსკმა ტვიტერზე.
Today, when the EaP Summit takes place, I urge my European colleagues to discuss with the Georgian Prime Minister the release of @SaakashviliM, the 3rd Georgian President who launched talks on EU-Georgia Association Agreement.
ბრიუსელში დღეს, 15 დეკემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი დაიწყო. საქართველოს დელეგაციას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.