logo
ENG



ტყემალაძე: თუ ვინმესთვის დღეს არის უმძიმესი ემოციური მდგომარეობა, ეს კალაძეა

14 ოქტ 202219:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/14/39sec0s4l51xgsf.jpg

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოძიება აუცილებლად ბოლომდე მივა. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ინტერესი, არის კახი კალაძის ინტერესი. დღეს ჩვენ ბევრი შეფასება მოვისმინეთ, მათ შორის პოლიტიკურიც და ასე ვთქვათ, არაპოლიტიკურიც. მაგრამ, ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმეს ინტერესშია, რომ გამოძიება იქნებ ობიექტურად წარმართული და, ეს აუცილებლად ასეც იქნება, და თუ ვინმესთვის დღეს არის უმძიმესი ემოციური თუ ასე ვთქვათ, ყველა მხრივ მდგომარეობა, ეს არის თბილისის მერი, კახი კალაძე, რომელიც ამ წლების განმავლობაში, ვინც იცნობს მას, მომსწრენი ვართ, როგორი მონდომებითა და შრომით თითოეული ინფრასტრუქტურული და რეკრეაციული პროექტი მაღალი ხარისხით განხორციელებულიყო.

 


close დახურვა