ტყიბულის ცენტრში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ის, სავარაუდოდ, სანადირო თოფითაა დაჭრილი.
კაცი ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცონო დახმარება უტარდება.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.