logo
ENG



ტყიბულში ბზის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

04 აპრ 202611:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/04/2dnhvxls5g97p77.png

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში, გამკაცრებული კონტროლის ფარგლებში, მოქალაქემ ბზის 1000 ერთეული ტოტი უკანონოდ მოიპოვა. 

შემთხვევა ქალაქ ტყიბულში მოხდა.

აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2500 ლარამდე.

"ქალაქ ტყიბულში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ბზის 1000 ერთეული ტოტი. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. უკანონოდ მოპოვებული ბზა დაილუქა.

კოლხური ბზა „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2500 ლარამდე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება. მათი თქმით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას შეახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

"კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან გასული წლების მსგავსად, თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები", - თქვა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.


close დახურვა