logo
ENG



ტყიბულში მეშახტეები ხელფასების კლებას აპროტესტებენ და შახტიდან არ ამოდიან

11 თებ 202109:03
3 წუთის საკითხავი
 

ტყიბულში მეშახტეების ნაწილი პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის. ისინი ხელფასების კლებას აპროტესტებენ.

ერთერთი მეშახტე ფორმულასთან ამბობს, რომ ხელფასი სრულად გეგმის შეუსრულებლობის გამო არ აუნაზღაურეს.

"კომპანიამ, გეგმის შეუსრულებლობის გამო, გადაწყვიტა, რომ ისარგებლოს ხელშეკრულებაში დადებული წესით და 45 ლარზე მეტი არ აუნაზღაუროს დღიური ანაზღაურება მეშახტეებს. ყველაზე მთავარი მოთხოვნა არის, რომ მეშახტეებს აუნაზღაურდეთ ის თანხა, რაც გეგმით იყო განსაზღვრული", - ამბობს რუსლან ბუცხრიკიძე.

მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლებთან უკვე გაიმართა შეხვედრა და ისინი მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობენ. კომპანიის ოფიციალური პოზიცია, ამ ეტაპზე, უცნობია.


close დახურვა