logo
ENG



ტყის ხანძრების შემდეგ თურქეთში წყალდიდობას ებრძვიან

12 აგვ 202112:17
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთის ჩრდილოეთით ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას ებრძვიან. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი.

წყალდიდობისგან თავის დასაღწევად მოქალაქეები სახლის სახურავებზე ადიოდნენ. სტიქია თავს დაატყდა შავი ზთღვისპირეთის რამდენიმე პროვინციას - ბართინს, კასთამონუს, სინოპსა და სამსუნს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, მეტეროლოგოიური თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე დიდი კატასტროფის წინაშე არიან.

ივლისის ბოლოდან მოყოლებული თურქეთი ტყის ხანძრებს ებრძოდა. ქვეყნის სამხრეთით მეხანძრეებმა თითქის შეძლებს ხანძრის შეკავება. სტიქიის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუოა, ათასობით ადამიანს კი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია.

წყალდიდობის შედეგად ყველა მეტად დაზარალდა კასთამონუ, სადაც ქალაქი ბოზკურტი დაიტბორა და წყალმა ათობით მანქანა წაიყვანა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ზოგიერთ რაიონში წყლის დონემ 3-4 მეტრს მიაღწია.


close დახურვა