logo
ENG



უადგილო, ქვეყნის დამაზიანებელი - არასაპარლამენტო ოპოზიცია ღარიბაშვილის განცხადებას აფასებს

09 ივნ 202014:20
3 წუთის საკითხავი
 

არასაპარლამენტო ოპოზიციაში თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 20 ივნისისა და ამერიკის მოვლენებს შორის პარალელის გავლებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ღარიბაშვილმა ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადება გააკეთა.

„ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილის განცხადება უადგილოა.

„უადგილოა შეფასება მისცე ამერიკის შიდა პოლიტიკურ მდგომარეობას. მე ვფიქრობ, უნდა ვუსურვოთ ამერიკელ ხალხს, ამ განსაცდელიდან, პანდემიიდან მშვიდობიანად გამოვიდნენ, ეს არის პროცესი. რაც ყველაზე მთავარია, ამერიკა ყოველთვის იქნება ჩვენი მეგობარი“, - აცხადებს ხაზარაძე.

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია კი აცხადებს, რომ ღარიბაშვილის განცხადება საქართველო-ამერიკის ურთიერთობას დააზიანებს. 

„სამწუხაროა, რომ თავდაცვის მინისტრი ავლებს პარალელს ამერიკის მოვლენებსა და ქართველი ახალგაზრდების გამოსვლას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, რაც 20 ივნისს იყო. ეს არის განცხადება, რომელიც არც ერთ კონტექსტში არ ჯდება. ეს არის განცხადება, რომელიც აზიანებს ჩვენს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან, როგორც ჩვენს პარტნიორთან და აზიანებს ურთიერთობას ქართველ ახალგაზრდებთან, ქართულ საზოგადოებასთან, რომელიც სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლობენ“, - განაცხადა დავითაიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს აფასებს და პარალელს საქართველოში, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან ავლებს. განცხადება მინისტრმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.


close დახურვა