logo
ENG



უამინდობის გამო, 112-ში 260 ზარი შევიდა და 13 მანქანა დაზიანდა

23 მაი 202021:37
3 წუთის საკითხავი
 
oqw1avsp5u34ml6.png

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 12 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, 260 შეტყობინება დაფიქსირდა.

უწყების ცნობით, არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა მოქალაქეების დაშავება ან დაზიანება.

„შეტყობინებების უმეტესობა ხის ან ტოტების მოტეხის შესახებ იყო. დაფიქსირდა რამდენიმე სარეკლამო ბილბორდის დაზიანებაც და შემთხვევები, რა დროსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა. ხის ტოტების მოტეხის შედეგად, ჯამში დაზიანდა 13 ავტომობილი. მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო ადგილობრივი მუნიციპალური და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა