logo
ENG



უამინდობის გამო, თბილისი-ფოთის რეისი გაჩერებულია - მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა

19 აგვ 202323:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/19/r505r8si3wx2jsc.png

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, თბილისიდან ფოთში მიმავალი მატარებელი სადგურ რიონშია გაჩერებული.

გაჩერების მიზეზად უამინდობის გამო შექმნილი ტექნიკური პრობლემა სახელდება.

"რკინიგზა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობის განახლება, თუმცა, კომპანია ასევე მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მათი ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა უზრუნველყოს. რკინიგზა თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს", - წერია განცხადებაში.


close დახურვა