logo
ENG



უამინდობის გამო, სფეის იქსის ახალი ხომალდის კოსმოსში გაშვება გადაიდო

28 მაი 202011:57
3 წუთის საკითხავი
 

კენედის საერთაშორისო ცენტრიდან „სფეის იქსის“ გაშვება უამინდობის გამო გადაიდო. ხომალდი „ქრიუ დრაგონი" კოსმოსურ სადგურზე შუაღამისას უნდა გაფრენილიყო. გაშვების  შემდეგ "სფეის იქსი" პირველი კერძო კომპანია გახდებოდა, რომელიც ადამიანებს კოსმოდრომზე ჩაიყვანდა.

გაშვებას უნდა დასწრებოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტიც. სანამ გადაწყვეტილება შეიცვლებოდა, დონალდ ტრამპმა ილონ მასკთან და ნასას ადმინისტრატორთან ერთად ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მილოცვა ჯერ ადრე იყო, თუმცა ეს ყველაფერი შესანიშნავი ჩანდა.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხომალდის გაგზავნა 30 მაისისთვის დაინიშნა.


close დახურვა