logo
ENG



უარყოფითი პასუხის მიუხედავად ბათუმში მკურნალობას 4 პაციენტი განაგრძობს

22 აპრ 202010:32
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში კლინიკა „მედალფაში" კორონავირუსით დაინფიცირებული 37 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. 4 პაციენტის განმეორებითმა ანალიზმა კი უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა ისინი მკურნალობას მაინც საჭიროებენ.

შედარებით მძიმეა კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ჩვენთან ამჟამად წევს 37 პაციენტი - აქედან 4 პაციენტს ორი პასუხი აქვს უარყოფითი, მაგრამ აგრძელებენ მკურნალობას. ერთი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, ხოლო რამდენიმეს აქვს პნევმონია", - აცხადებს ლევან ანთაძე, კლინიკის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 98 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.

ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები აქვთ დაწესებული, მათ შორის ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

17 აპრილიდან აკრძალულია ავტომობილებით გადაადგილებაც.


close დახურვა