logo
ENG



უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

07 ნოე 202215:41
3 წუთის საკითხავი
 
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7-8 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო 9-10 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი იქნება.

მათი ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება ნისლიანი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 9-10 ნოემბერს გამოიდარებს, ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო დღისით +15 გრადუსამდე მოიმატებს.

მათივე ცნობით, თბილისში 7-8 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება. 9-10 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო დღისით +15 გრადუსამდე მოიმატებს.


close დახურვა