logo
ENG



უგულავა: 100 წელი ზურაბიშვილს არც მე არც ოქრუაშვილი არ გავახსენდებოდით

15 მაი 202021:53
3 წუთის საკითხავი
 

გიგი უგულავამ რუსთავის ციხე დატოვა და მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, რომ არა საზოგადეობის და დასავლეთის ზეწოლა ქართულ ოცნებაზე, სალომე ზურაბიშვილს ისინი საერთოდ არ გაახსენდებოდათ.

„ტელეკომპანია „ფორმულაზე“ წავიკითხე, რომ პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა. სხვა არხებზე არაფერი ხდებოდა. ვუყურებდი, ვნახე სალომე ზურაბიშვილი მლანძღავდა, მაგრამ მივხვდი რომ ძუძუები ილოცებოდნენ ამ დროს.  100 წელი სალომე ზურაბისვილს არც მე არც ოქრუაშვილი არ გავახსენდებოდით. მადლობას ვეუბნები მას მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით მლანძღა

მადლობა მინდა ვუთხრა ყველას და იმედი მინდა გამოვთქვა, რომ გიორგი რურუა მალე დატოვებს საპატიმროს, სხვა შემთხვევაში მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში იმიტომ პირობა პირობაა, რომელიც ბოლომდე უნდა შესრულდეს. 

ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დაინახეს ორი რამ. ერთ, რომ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც თვითდაზიანებებს იკეთებს. ჩემი დაჭერაც და გამოშვებაც მისთვის ზიანი იყო. ჩვეულებრივ მოქალაქეს რას უზამს, როდესაც თვითონ საკუთარი თავისთვის ამდენი ზიანი მოაქვს.

ეს ადამიანი არის მენტალურად საბჭოთა, გეოპოლიტიკურად რუსი, სოციალურად აღზევებული მდაბიო და პერსონალურად მატყუარა. ამიტომ არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმისათვის, რომ მან გააგრძელოს ქვეყნის მართვა. 

ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახეს, რომ აქტიურობას და პრინციპულობას აქვს ფასი და ყოველთვის შედეგს გამოიღებს, საქარათველო არ არის მარტო და ქვეყანა არ არის ჩალით დახურული რაც არ უნდა ეცადოს ამას ივანიშვილი, არ გამოუვა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.


close დახურვა