logo
ENG



უგულავა: 21 ნოემბრის აქციის სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ, რაც ხვალ გახდება ცნობილი

19 ნოე 202014:53
3 წუთის საკითხავი
clock 644
უგულავა: 21 ნოემბრის აქციის სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ, რაც ხვალ გახდება ცნობილი

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, ოპოზიცია შაბათს, 21 ნოემბერს გასამართი აქციის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.

ლელოს ოფისში ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ხვალ 12 საათზე შეიკრიბებიან და აქციის ფორმის შესახებ საბოლოო გეგმას გააცნობენ საზოგადოებას.

"მოვუწოდებ მოსახლეობას, 21 ნოემბერს არ მიიღონ მონაწილეობა ამ სიყალბეში და პირიქით, მიიღონ მონაწილეობა საპროტეტსო აქციაში", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში. 

გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საოლქო და საუბნო კომისიებში დამკვირვებლები არ ეყოლებათ. კომისიის წევრები გამოიწვია პარტია ევროპულმა საქართველომაც. 


close დახურვა