logo
ENG



უგულავა: ამ გარდამტეხ ცვლილებებში ზუგდიდი ყველაზე მძლავრ სიტყვას იტყვის

31 ოქტ 202010:51
3 წუთის საკითხავი
clock 208

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ საკუთარი ხმა არჩევნებზე უკვე დააფიქსირა. უგულავამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

"მე მივეცი ხმა, რომ ზუგდიდში აშენდეს პორტი, რომელიც პირადად ივანიშვილმა გააჩერა, მე მივეცი ხმა იმას, რომ ზუგდიდის ქალაქს დაუბრუნდეს თვითმმართველობა, მე მივეცი ხმა იმას, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას და მერს ჰქონდეს თავისი ბიუჯეტი და არ იყურებოდეს მუდმივად თბილისში.

მე მივეცი ხმა იმას, რომ აქ ინფრასტრუქტურა ვითარდებოდეს არა მარტო ცენტრში, არამედ სოფლებში. მე მივეცი ხმა იმას, რომ ზუგდიდი იყოს ამაყი, წარმატებული და იმას, რომ აქ ადამიანებს არ ჰქონდეთ მიტოვებულობის განცდა და მე მივეცი ხმა იმას რომ ზუგდიდი ამ გარდამტეხ ცვლილებებში ყველაზე მძლავრ სიტყვას იტყვის",-თქვა უგულავამ.  


close დახურვა