logo
ENG



უგულავა: ელისაშვილი შეგნებულად თუ შეუგნებლად ემსახურება ივანიშვილის გაძლიერებას

24 ივნ 202021:17
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი არასწორად მოიქცა, როდესაც მოლაპარაკებების შემდეგ მათი ლანძღვა დაიწყო.

უგულავამ ელისაშვილი შეგნებულად თუ შეუგნებლად ბიძინა ივანიშვილის გაძლიერებაში დაადანაშაულა.

„დასანანია ის გზა, რომელიც ბატონმა ელისაშვილმა აირჩია. ეს გზა პოლიტიკურად მცდარია. ის გზა, შეგნებულად თუ შეუგნებლად და ამას დრო გვიჩვენებს, ძალიან ბევრი დრო არ დასჭირდება, ემსახურება ივანიშვილის და ქართული ოცნების გაძლიერებას. სამწუხაროა ის ბრალდებები.... ადამიანი რომ იტყვის - მთელი ცხოვრება ციხეში ჩაგსვამდი, ვერც ხვდება, რომ ამისთვის სასამართლო უნდა იყოს. მეორე ისაა, რომ მას ამ ცხოვრებაში არავი არაფერს ეკითხებოდა, არ ეკითხება და თუ ასე გააგრძელა, არც არავინ შეეკითხება. მესამე ისაა, რომ მან ფაქტობრივად, ქართული ოცნების ნარატივი გაიმეორა. მე არასდროს გამომიცხადებია თავი უდანაშაულოდ. მე პრობლემა მაქვს დღემდე და საერთაშორისო დამკვირვებლებიც ამას აღნიშნავენ, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა შეაფასა ასე, რომ მე მქონდა კვალიფიკაციასთან..

ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პრობლემაა, დღესაცაა გაათკაცებულად, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მათ შორის მათი ყალბი სასამართლოს მიერ თუ დააკვირდებით მე გაფლანგვა მქონდა და ქართული ოცნების ჯამბაზები გამოდიოდნენ და მოიპარა გაიძახოდნენ - მოპარვა საერთოდ სხვა რამეა. დღეს ზუსტად იგივე ფრაზა გაიმეორა, რასაც კობახიძე ამბობს და მათ შორის დიდი განსხვავება არ არის. იმ სასამართლოს ენდობა, რომელსაც მისი ახალი კოლეგა ქალბატონი ანა დოლიძე აკრიტიკებს. პოლიტიკურად არასწორად იქცევა და იტყუება. არ შეიძლება იძახდე, რომ ჩემთვის მიუღებელია პარტია, მაგრამ მას ელაპარაკებოდე და მერე ლანძღვამდე როდესაც ვერ შეთანხმდე. ეს აკვიატება ბოკერიას პარტია, რით განსხვავდება ინაშვილისგან?“, - აღნიშნა უგულავამ.

დედაქალაქის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციამ კანდიდატები შეათანხმა რამდენიმე თვიანი კონსულტაციების შედეგს 20-ზე მეტი პოლიტიკური სუბიექტი ისტორიულს უწოდებს. ვაკე - ელენე ხოშტარია, მთაწმინდა - შალვა შავგულიძე;  გლდანი - ნიკა მელია;  სამგორი - ლევან ხაბეიშვილი;  ისანი - გიორგი ვაშაძე; ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი, - 5 პარტიის 6 კანდიდატი ასე გამოიყურება. ღიად რჩება ორი კანდიდატის ვინაობა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ელისაშვილი საბურთალოს რაიონში აპირებს კენჭისყრას.

რაც შეეხება ოპოზიციისა და ელისაშვილის დაპირისპირებას: „ევროპული საქართველოს“ წევრები გიგა ბოკერია და გიგი უგულავა აცხადებენ, რომ მათსა და ელისაშვილს შორის შეთანხმება ვერ მოხდა, რადგან ამ უკანასკნელმა თბილისის ორ ოლქში საკუთარი კანდიდატების დასახელება ითხოვა. 

ელისაშვილის თქმით კი, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ერთი კვირის განმავლობაში ეხვეწებოდნენ შეხვედრას.

 

 


close დახურვა