logo
ENG



უგულავა: ვანო მერაბიშვილი ნაციონალურ მოძრაობაში ბრუნდება

21 მაი 202003:07
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში" ბრუნდება, - ამის შესახებ "ფორმულასთან" საუბრისას „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

თუმცა, უგულავასთვის უცნობია, როდის დაუბრუნდება მერაბიშვილი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას.

"ვანო ჩემი მეგობარია. პოლიტიკამდეც ასე იყო და მერეც ასე იქნება. რაც შეეხება პარტიულად, რამდენადაც მე ვიცი, ის უკვე "ნაციონალურ მოძრაობაში" აპირებს საქმიანობის გაგრძელებას "ნაციონალური მოძრაობა" მისი პარტიაა. ის ერთ-ერთი შემქმნელია ამ პარტიის. დანარჩენი ფორმები მე არ ვიცი.", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი მერაბიშვილის პარტიაში დაბრუნებას არ ადასტურებენ. პარტიაში აცხადებენ, რომ საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ არ ყოფილა. 

"ჩემი აზრით, ასეთი ტიპის განცხადებები პირველ რიგში უნდა გააკეთოს იმ ადამიანმა, ვისზეც არის საუბარი, თუმცა თუ მას აქვს კონკრეტული გეგმები, ამ გეგმებზე მას ჯერ არ უსაუბრია. მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი ტიპის განხილვა ჯერ არ ყოფილა. პიროვნული განწყობები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი არ არის, რადგან ერთ ადამიანზე ჩამოკიდული პარტია არ არის. თუ ოდესმე დადგება კენჭისყრაზე ეს საკითხი, აუცილებლად ცნობილი გახდება", - ამბობს ბოკუჩავა.


close დახურვა