logo
ENG



უგულავა: ივანიშვილმა დაიჯერა, რომ 20 ივნისს ხდებოდა რევოლუცია და ახლა ნელ-ნელა იძიებს შურს

15 ნოე 201921:34
3 წუთის საკითხავი
 
jsmtzaiv3sbh30t.png

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" „ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ივანიშვილი 20 ივნისის ღამისთვის ნელ-ნელა ცდილობს შურისძიებას. როგორც გადაცემაში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან ჩართულმა უგულავამ განაცხადა, ივანიშვილი ხალხზე ირაკლი კობახიძის ხელით ძალადობს.

„ივანიშვილმა დაიჯერა, რომ 20 ივნისს ხდებოდა რევოლუცია და მისი გადადგება. ახლა ნელ-ნელა იძიებს შურს. სამი მოთხოვნა იყო მაშინ - პატიმრების გათავისუფლება და პატიმრებით გაავსო, გახარიას გადადგომა და გახარია დააწინაურა და მესამე - პროპორციული არჩევნები, რომელიც ასევე ჩავარდა. მეოთხე, თვლის, რომ უსამართლოდაა სადისტი კობახიძე დაჩაგრული. ახლა ვერ დააბრუნებს თანამდებობაზე და მისცა სადისტური შურისძიების საშუალება ქართველი ხალხის მიმართ. ეს იყო შურისძიება, რაც ამ ლაწირაკის ხელით ივანიშვილმა მოაწყო," - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. კანონპროექტის ჩაგდებისთანავე რუსთაველის გამზირზე დაიწყო უწყვეტი აქციები, სადაც მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქცია ამ წუთშიც მიმდინარეობს.


close დახურვა