logo
ENG



უგულავა: კვლავ მთავარ პრობლემად რჩება რუსული გავლენა საქართველოს საპატრიარქოზე

31 ოქტ 201917:27
3 წუთის საკითხავი
 
n7hvhznyhf59h7e.png

სკანდალური განცხადება, რომელმაც ქვეყანა შოკში ჩააგდო. მეუფე პეტრე განკვეთილია, თავად მღვდელმსახური კი, როგორც თავად ამბობს პატრიარქს ამხელს. ოპოზიცია, საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს, არასწორი მმართველობის შედეგად მიიჩნევს.

„ინსტიტუტები, რომლებიც შუასაუკუნეობრივი მეთოდებით იმართებიან, სადაც სიახლე არ ხდება და 40 წელიწადია ფიგურალურად, რომ ვთქვათ პრაქტიკულად ოთახის განიავება არ ხდება. ასეთი რაღაცები: ინტრიგები, ჩაშვებები, დაპატიმრებები, საშინელი მხილებები და ა.შ ბოლო ჟამს არის დამახასიათებელი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მართვის ის ფორმა, რომელიც ეკლესიაშია, არათუ მოძველებულია, არამედ გასულია ყოველგვარი მომსახურეობის ზონიდან. ჩვენთვის საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის, რომ კვლავ მთავარ პრობლემად რჩება რუსული გავლენა საქართველოს საპატრიარქოზე,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრე ეპისკოპოსობიდან განკვეთეს. გადაწყვეტილება დღევანდელი სინოდის სხდომაზე მიიღეს.

 


close დახურვა