logo
ENG



უგულავა: როცა გამოკვეთილია მერობის კანდიდატი, გაუგებარია მესამე კანდიდატზე ფსონის დადება

12 მაი 202115:57
3 წუთის საკითხავი
clock 1311
უგულავა: როცა გამოკვეთილია მერობის კანდიდატი, გაუგებარია მესამე კანდიდატზე ფსონის დადება
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პოლიტიკოსი გიგი უგულავა აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების დასამარცხებლად ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე უნდა შეჯერდეს. ამის შესახებ უგულავამ გადაცემა კომენტარში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კუთხით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები "სახელმძღვანელო იყო და თუ ვინმემ ჭკუა ვერ ისწავლა, პოლიტიკური პროცესებიდან გაირიყება".

"ჩვენ იგივე ფოცხს არ უნდა დავაბიჯოთ ფეხი, რომელიც თავიდან შუბლში მოგვხვდება... მესმის ვაშაძის წყენა ენმ-ის მიმართ იმიტომ, რომ ვაშაძე მართალი იყო, როცა ისანში ენმ-მ კანდიდატი დაუყენა იმიტომ, რომ შეჯერებული იყო და შემდეგ ამის ცვლილება მოხდა, მაგრამ ამ წყენის და შეიძლება ლეგიტიმური მცდელობების მიუხედავად, უნდა გვესმოდეს, რომ ვერანაირ მესამე კანდიდატს ეს პარტიები ვერ შეაკოწიწებენ. მესამე კანდიდატი სინამდვილეში აღმოჩნდება მეხუთე და ის წააგებს გახარიასთანაც კი. ყოველი მესამე ასეთ ვითარებაში, მეორეს ებრძვის და პირველამდეც ვერ აღწევს", - განაცხადა უგულავამ.

როგორც მან აღნიშნა, ისეთ ვითარებაში, როდესაც გამოკვეთილია თბილისის მერობის კანდიდატი, გაუგებარია სხვა კანდიდატზე ფსონის დადება.

"თუ ჩვენ გვინდა ქართული ოცნების დამარცხება არჩევნების გზით და სწორედ ეს არის ამ ქვეყნის სტრატეგიული ამოცანა, მაშინ აუცილებელია ერთიან კანდიდატზე შეჯერება. ისეთ ვითარებაში, როდესაც გამოკვეთილიც არის თბილისის მერობის კანდიდატი, ჩემთვის სრულიად გაუგებარია მესამე, მეოთხე და მეშვიდე კანდიდატზე ფსონის დადება. ობიექტური მოცემულობაა დღეს, პოლიტიკური მომენტუმი ნიკა მელიას აქვს, მისი გადასაწყვეტია რას იზამს", - აცხადებს უგულავა.

ოპოზიციის ნაწილი ენმ -ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თბილისის მერობის კანდიდატურას განიხილავს. როგორც მელია აცხადებს, თავად ამ საკითხზე არ უფიქრია.

საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას თვითმმართველობის არჩევნებზე მოგების შანსი არ აქვს და მათი პარტიიდან თბილისის მერობის კანდიდატი შესაძლოა თავად იყოს.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით კი, ენმ-ის მერობის კანდიდატის მხარდაჭერა არჩევნებში მარცხის ფორმულაა.

 


close დახურვა