logo
ENG



უგულავა: რუსი შპიონები ქართულ სპეცსამსაახურებთან შეხმატკბილებულები მუშაობენ

22 ნოე 201914:40
3 წუთის საკითხავი
 
3avfvmh08zah1p0.jpg

ოპოზიციური სპექტრი ვაჟა გაფრინდაშვილის პირადი ინფორმაციის გავრცელების ფაქტს ეხმაურება. „ევროპული საქართველოს" წევრის გიგი ყგულავას თქმით, აღნიშნული ფაქტი არის დასტური იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი რუსი სპეცსამსახური მუშაობს და როგორც უგულავა ამბობს, ისინი მუშაობენ, ხელისუფლებასთან შეხმატკბილებულად.

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ასეთი რამ. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ თვითონ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს ჩვენს სამხედროებზე ინფორმაცია რუსებს, რამაც ფატალური შედეგი გამოიღო. ეს არის მოღალატეობრივი სქმიანობა, სამწუხაროდ სუს-ი დასდევს პოლიტიკურ ოპონენტებს, იჭერს პრესსამსახურის წარმომადგენლებს. ალბათ არ არის ადამიანი საქართველოში, რომელსაც სჯეროდეს ის, რომ თუნდაც რუსი შპიონები საქართველოში არ მუშაობენ, თუმცა მუშაობენ, სამწუხაროდ მუშაობენ. როგორც ჩანს, ჩვენს სპეცსამსახურებთან შეხმატკბილებული“,-განაცხადა გიგი უგულავამ.

ასევე ოპოზიციის შეფასებით, პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა დაადგინოს აქვს თუ არა სეპარატისტულ მხარეს ტექნიკურად იმის საშუალება, რომ აწარმოოს ჩანაწერები საქართველოში, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ მათ ამის საშუალება აქვთ, მაშინ შესაძლებელია ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც უსმენდნენ, რაც სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის.

„ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია  თუ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა სეპარატისტულ ხელისუფლებას აწარმოოს ჩანაწერები საქართველოს მოქალაქეების ქართულ ტერიტორიაზე, ნიშნავს იმას, რომ თავისუფლად შეიძლება მთავრობის წევრებსაც მოუსმინონ, ამიტომ ეს არის ამოსავალი წერტილი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით უნდა ჩატარდეს გამოძიება. ამიტომ დროთა განმავლობაში, როდესაც ბატონი ვაჟა გათავისფლებული იქნება, გვაჩვენებს. შეიძლება მისი ჩანაწერებიც არის, ბევრი ტექნიკური საშუალებაა იმისათვის, რომ დადგინდეს“,-განაცხადა პაატა დავითაიამ.


close დახურვა