logo
ENG



უგულავა: საერთაშორისო ძალისხმევა არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი საზოგადოების ძალისხმევა აქ

15 მაი 202023:00
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“, მისი გათავისუფლების შემდეგ პირველი ვრცელი ინტერვიუ მისცა. უგულავას თქმით, მისი შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება „ფორმულას“ ეთერიდან გაიგო. როგორც უგულავამ გადაცემაში განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებას ბიძგი ქართულმა საზოგადოებამ მისცა და მისი თქმით დაწყებული პროცესები სწორედ ქართული საზოგადოების დამსახურებაა.

უგულავამ გადაცემაში ასევე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი თვითდაზიანების გზით დადის და მისი დაჭერაც და გათავისუფლებაც მისთვის თვითდაზიანება იყო.

„ტელევიზორს არ ვუყურებდი დღეს რომ ჩავრთე ეწერა რომ ოქრუაშვილი და უგულავა პრეზიდენტმა შეიწყალა. გადავრთე სხვა არხებზე სერიალი იყო და მერე გადმოვრთე ისევ და სალომე ზურაბიშვილი თან მიწყალებდა თან მაგინებდა.

საერთაშორისო ძალისხმევა არ იქნებოდა რომ არა ჩვენი საზოგადოების ძალისხმევა აქ. ეს ყოველთვის ავიწყდებათ და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. საზოგადოების ძალისხმევა აქ - ამან განაპირობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობა, ამან განაპირობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის მედიატორობა. პირველი ბიძგი ამ ქვეყანაში და პირველი სიტყვა ეკუთვნის ხალხს. ამ ისტორიამ ორი რამე გამოაჩინა ერთი რომ ჩვენ ქვეყანას მართავს კაცი, რომელიც თვითდაზიანების გზით დადის, ჩემი დაჭერაც მისთვის თვითდაზიანება იყო და ჩემი განთავისუფლებაც მისი თვითდაზიანებაა, უნდა წარმოვიდგინით, რომ თუ ადამიანი იმდენად გონს გასულია, რომ ამდენ თვითდაზიანებას იღებს, რაოდენ სახიფათოა ის ჩვეულებრივი ადამიანისთვის და რამდენად დააზიანებს ის თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეს.  

ეს ერთი და მეორე რომ ეს ქვეყანა არ არის ჩალით დახურული ამ ქვეყანას ჰყავს მეგობრები და რაც არ უნდა უტიფარი, მატყუარა და ფლიდი ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი უნდა მართავდეს, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები არიან ჩვენი ქვეყნის პარტნიორები მიუხედავად რა დონის ლანძღვას მიიღებენ ჩვენი ხელისუფლებისგან. არ მინდა რომ ჩემ ქვეყანას ჰყავდეს პოლიტპატიმრები, ვინაიდან ივანიშვილი არის მთავრობაში ეს უკვე დიდი ანომალიაა და დიდი პრობლემაა, ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ მომავალზე, ჩვენ ახლა უფრო დიდი ქარიშხლის წინაშე ვდგავართ“,-განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ საპატიმრო დღეს დატოვა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამის შესახებ განცხადება თავად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

 


close დახურვა