logo
ENG



უგულავა: უკიდურესი ქოცი უნდა იყო, ყველა კვლევაზე იძახო, რომ სადღაც დაიწერა

12 აგვ 202021:56
3 წუთის საკითხავი
clock 380

უკიდურესი ქოცი დეპუტატი უნდა იყო, რომ ყველა კვლევაზე, რაც არ მოგწონს, იძახო, რომ სადღაც დაიწერა, - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებას IRI-ს ახალ კვლევასთან დაკავშირებით. 

როგორც უგულავამ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განაცხადა, სინამდვილეში ეს კვლევა ანახებს ძალიან მძიმე მდგომარეობას, რომელიც მოქალაქეებს განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ აქვთ.

მისივე თქმით, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მთავრობის მუშაობას პანდემიის დროს მოსახლეობის უმრავლესობა დადებითად აფასებს. 

"მთავრობას ამ თვალსაზრისით რაღაც პერიოდამდე მადლობაც ეკუთვნის, იმიტომ, რომ დროზე დაიწყეს მოქმედება, მაგრამ აქაც სიხარბემ, სიწუწკემ და პოლიტიკურმა მავნებლობამ გადაძალა და დავინახეთ, შუა გზაში როგორ შემობრუნდა მთავრობა და იმის ნაცვლად, რომ სწორი მიმართულებით გაეგრძელებინათ მუშაობა, პოლიტიკურ ქულებზე დაიწყეს მუშაობა - პროპაგანდა, ოპონენტების დემონიზაცია და გადაწყვიტეს, ყველა მთელი პრობლემა, რაც აქამდე მათ დაუგროვდათ, პანდემიას გააყოლონ, რაც არასწორი და არალოგიკურია, რაც ამ კვლევიდანაც ჩანს", - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, დღეს IRI-მ ახალი კვლევის შედეგები წარადგინა. ერთ-ერთი თემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია. კვლევის მიხედვით, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს გამოკითხულთა 33% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, ოპოზიციას ჯამში 37%. ამასთან დაკავშირებით მდინარაძემ თქვა, რომ IRI-ს ქვეკონტრაქტორები ყალბ მონაცემებს დებენ.


close დახურვა